Belive

მუნდიალი 2022 | რატომ დატოვა რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრები?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დატოვა.

27 წლის ფეხბურთელმა "სამი ლომის" შეკრება მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დატოვა. თავდაპირველად, ამის მიზეზად, ოჯახური მიზეზები დასახელდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, თუ კონკრეტულად რის გამო მოუწია ინგლისელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვება.

როგორც ირკვევა, სტერლინგის მიერ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დატოვების მიზეზი ის გარემოება გახლავთ, რომ ლონდონში მდებარე მის სახლი გაძარცვეს.

ამის გამო რაჰიმმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ინგლისში, რათა მოენახულებინა ოჯახი და მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. იმ შემთხვევაში თუ რაჰიმის ოჯახი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იქნება, ინგლისელი გარემარბი კატარში დაბრუნებას შეძლებს.

მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპის დაპირისპირება ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის "ალ ბაიტის" სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები