Belive

მუნდიალი 2022 | რატომ აპირებდა რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვებას?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დატოვებას აპირებდა.

როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, ამის მიზეზი 37 წლის ფეხბურთელის მერვედფინალურ შეხვედრაში (შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ - 6:1) ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნა იყო.

აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად ფერნანდუ სანტუშის სამწვრთნელო გუნდმა ძირითად შემადგენლობაში 21 წლის თავდამსხმელი, გონსალო რამუში შეიყვანა, "ბენფიკას" ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

როგორც ირკვევა, კრიშტიანუ იმდენად იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო, რომ შეკრების დატოვებაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი. მას სურდა, რომ კატარი "ლუსაილის" სტადიონიდან პირდაპირ დაეტოვებინა და გუნდის საწვრთნელ ბანაკში აღარ დაბრუნებულიყო. თუმცა, მოგვიანებით, გამოცდილმა ფეხბურთელმა ემოციებს შეკავება მოახერხა და გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით არეულობა არ გამოეწვია. აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრებთან მადლობის გადახდის ნაცვლად, გასახდელისკენ გაეშურა. ამიტომ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თავს კომფორტულად არ გრძნობს.

პორტუგალიის ნაკრებმა ამ გამარჯვების შემდეგ ისტორიაში მეოთხედ მუნდიალის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის ადგილი მოიპოვა. 1/4-ფინალურ ეტაპზე, კრიშტიანუ რონალდუს გუნდი მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩი "ალ თუმამას" სტადიონზე 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები