Belive

მუნდიალი 2022 | პეპე: "რონალდუ ქვეყნის დროშაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ფრიალებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ ეტაპზე, მაროკოს წინააღმდეგ - 0:1 მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, პეპემ, თავისი გუნდის ლიდერის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"რონალდუმ საკუთარ კარიერაში კარგად დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები, ის არის პორტუგალიის დროშა, რომელიც გადაჭიმულია მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ის ახლა ნაკრებში გამოიძახეს და მან თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა მას და ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მაქსიმალურად ცდილობდა, მაქსიმუმი გაიღო და მწვრთნელისთვის საჭირო ფიგურა იყო.

როცა ასე ფიქრობ, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება", - თქვა 39 წლის ფეხბურთელმა.

რაც შეეხება 5 ოქროს ბურთის მფლობელს, იგი ამ ეტაპზე უკლუბოდ იმყოფება და თავისუფალი აგენტია. ერთადერთი კლუბი, რომელსაც ამ ეტაპზე რონალდუსთვის ოფიციალური შეთავაზება აქვს გაკეთებული, საუდის არაბეთის წარმომადგენელი "ალ ნასრია".

სხვა სტატიები