Belive

მუნდიალი 2022 | მაროკოს მწვრთნელი: "ისტორიაში შესვლის შანსი გვაქვს, მთელი ქვეყნისთვის სიურპრიზის გაკეთება შეგვიძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისთვის კიდევ ორი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომელსაც მაროკოსა და ესპანეთის და პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებები გაითამაშებენ.

6 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ, აფრიკული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული მატჩი იქნება. ჩვენ დაუპირისპირდებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ტურნირის მოგების ფავორიტს. თუ მათ ბარიერს გავივლით, ეს იქნება სიურპრიზი ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის.

მეტოქეს კარგად ვიცნობთ. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ესპანეთში თამაშობენ. ჩვენ არ ვეძებთ მოტივაციას იმაში, რასაც ესპანური პრესა წერს. ჩვენ უბრალოდ სათამაშოდ გავდივართ და სულ ეს არის.

მომწონს საფეხბურთო კულტურა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებს - ტიკი-ტაკა. ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ თუ რას თამაშობს ესპანეთი. ეს არის შანსი, რომ კვალი დატვოვოთ მაროკოს ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ არ მინდა ამით ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლა მოვახდინო", - თქვა 47 წლის მაროკოელმა სპეციალისტმა.

მაროკოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება "განათლების ქალაქის" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები