Belive

მუნდიალი 2022 | ლუკა მოდრიჩი: "იმედი მაქვს, ლიონელ მესი მუნდიალს მოიგებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებთან მარცხის - 0:3 შემდეგ, ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის გამოსვლით კმაყოფილია, ხოლო ლეო მესის და მის გუნდს მუნდიალის მოგებაში წარმატება უსურვა. 

"გუნდის გასახდელში ძალიან რთული ატმოსფეროა, რადგან ნებისმიერ ეტაპზე, წაგება ყოველთვის სამწუხაროა.

კარგად ვიწყებდით, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იმ კუთხურმა, რომელიც მსაჯმა არ დაგვინიშნა და იმავე ეპიზოდში დანიშნულმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა.

არგენტინელმა თავდამსხმელმა დაარტყა და ჩვენს მეკარეს შეეჯახა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. იქამდე, ვიდრე სიტუაციაში გავერკვეოდი, მესიმ უკვე პენალტი გაიტანა. ამან თამაშის მიმდინარეობა ცოტათი შეცვალა.

თუმცა, მსაჯის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, ამიტომ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შემდეგი თამაში მოვიგოთ.

მე არ ვფიქრობ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობა რაიმე სახის სასჯელი იყოს, რადგან ხორვატიის ნაკრებში თამაში არასოდეს ყოფილა დასჯა.

მშვენიერი მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა და ახლა გვსურს წარმატებას მივაღწიოთ ბრინჯაოს მედლისთვის თამაშში, რისთვისაც ჯერ კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ეს ასევე დიდი მიღწევა იქნება ქვეყნისთვის.

ასევე, იმედი მაქვს, რომ მესი მოიგებს ამ მუნდიალს, ის საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში და ამას იმსახურებს", - თქვა 37 წლის ნახევარმცველმა.

ლუკა მოდრიჩის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას მესამე ადგილისთვის მატჩით განაგრძობს, სადაც მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დამარცხებულ გუნდს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები