Belive

მუნდიალი 2022 | ლიონელ სკალონი: "რთული მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მოდუნების დრო არ გვაქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების - 2:0 შემდეგ, არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ სწორად ვიმუშავეთ. ფეხბურთელებმა ძალიან კარგი, სრულფასოვანი მატჩი ჩაატარეს. ზოგჯერ ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ მცდელობის არ შეწყვეტა საბოლოო ჯამში ამართლებს.

ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ მატჩით, რომელიც ჩავატარეთ. იოლი თამაში ნამდვილად არ იყო. უნდა გვეთამაშა და მოგვეგო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ორი დამაკმაყოფილებელი შედეგი ჰქონდა.

დასვენების და მოდუნების დრო არ გვაქვს. ჯგუფში პირველები ვართ და ძალიან მოკლე დროში უნდა ვითამაშოთ", - თქვა 44 წლის სპეციალისტმა.

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის 1/8-ფინალში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები