Belive

მუნდიალი 2022 | ლიონელ მესი: "საკუთარ თავზე გაბრაზებული ვარ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი არგენტინის ნაკრებისთვის წარმატებულად დასრულდა. C ჯგუფში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა საწყის ტურში, საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ, ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და 6 ქულით პლეი-ოფში პირველი პოზიციით გავიდა.

პოლონეთის ნაკრებთან - 2:0 მოგებული მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა, რომელმაც შეხვედრაში პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.

"ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და მატჩიდან მატჩამდე განვვითარდეთ. იმედია, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ის, რაც დღეს გავაკეთეთ.

ავსტრალიასთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ყველა გუნდი ერთმანეთზე უკეთესია. მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ, ისევე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ.

პენალტის ვერ გამოყენების გამო საკუთარ თავზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ამ მომენტის შემდეგ გუნდმა უკეთესად დაიწყო თამაში. ვიცოდით, რომ პირველი გოლი თამაშის მიმდინარეობას შეცვლიდა", - თქვა 7 ოქროს ბურთის მფლობელმა.

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის 1/8-ფინალში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები