Belive

მუნდიალი 2022 | ლიონელ მესი: "მექსიკელებისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

საქმე ეხება მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ მეტოქე ქვეყნის მაისურზე გამოსახულ გერბზე დაბიჯებას, რასაც მექსიკელთა მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი მექსიკელი მოკრივის, კანელო ალვარესის მხრიდან მუქარის შემცვლელი გზავნილი.

"ეს იყო გაუგებრობა. ვინც მიცნობს, იცის, რომ არავის მიმართ უპატივცემულობას არ გამოვხატავ. ასეთი რამ მატჩის შემდეგ გასახდელში ხშირად ხდება. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან არ ვფიქრობ რომ მექსიკის ნაკრების, მათი ეკიპირების ან მექსიკელი ხალხის მიმართ უპატივცემულობა გამოვხატე", - თქვა 7 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა.

35 წლის ფეხბურთელის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი აჰმად ბინ ალის სტადიონზე, 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები