Belive

მუნდიალი 2022 | ლეო მესი: "ეს უბრალოდ გიჟური გუნდია, ჩვენ ეს შევძელით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა.

"ახლა ჩემს გონებაში ბევრი რამ ხდება. ამაღელვებელია ამ ყველაფრის ნახვა: ჩვენი ოჯახების და ახლობლებისა და მთელს მსოფლიოში ბედნიერი ხალხის ნახვა, რომლებიც მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან.

გასაოცარია მთელი ის პერიოდი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ვაგრძელებთ და ტიტულისკენ მივდივართ.

ამ ყველაფრით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. მსიამოვნებს ის ფაქტი, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ. ვიცოდით, რომ ამ გუნდს ამის გაკეთება შეეძლო. გვიხარია, რომ ხალხს ჩვენი სჯერა. ეს უბრალოდ გიჟური გუნდია და ჩვენ ეს შევძელით", - თქვა ლეო მესიმ.

თავის კარიერაში მეორე მუნდიალის ფინალს 7 ოქროს ბურთის მფლობელი 18 დეკემბერს გამართავს და მასში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე, დაიწყება.

სხვა სტატიები