Belive

მუნდიალი 2022 | კრისტიან პულიშიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, აშშ-ს ნაკრებმა ირანს - 1:0 კრისტიან პულიშიჩის მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით მოუგო.

გატანილი გოლის ეპიზოდში ამერიკის ნაკრების კაპიტანმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლა ვეღარ შეძლო და იგი ბრენდონ აარონსონმა შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ამერიკელთა მეათე ნომერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი გახდა. როგორც სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ლონდონის "ჩელსის" 24 წლის შემტევს მენჯის კუნთის დაზიანება აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რა დრო სჭირდება კრისტიან პულიშიჩს მოედანზე დასაბრუნებლად, თუმცა ამერიკელი ექიმები ვარაუდობენ, რომ ის მუნდიალის 1/8-ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, აშშ-ს ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები