Belive

მუნდიალი 2022 | "ხოსე გაიას გაშვება არასწორი იყო" - ესპანელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ხოსე გაია ვეღარ დაეხმარება. "ვალენსიას" მარცხენა მცველი და კაპიტანი ეროვნულ გუნდს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო.

მას შემდეგ, რაც 27 წლის ფეხბურთელმა დოჰა დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, მან დამატებითი სამედიცინო შემოწმება "ვალენსიას" ექიმებთან გაიარა, სადაც გაირკვა, რომ მისი ტრავმა იმდენად მსუბუქი იყო, რომ ფეხბურთელს მუნდიალის პირველსავე ტურში, კოსტა რიკას წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლებოდა.

"ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მალე "ვალენსიას" იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს (26 ნოემბრიდან, ესპანეთის ნაკრების მიერ მუნდიალზე გასამართი მეორე მატჩამდე, რომელშიც გერმანიას დაუპირისპირდება, ერთი დღით ადრე), რომლებიც მუნდიალზე არ გამოდიან, ესპანელ სპეციალისტს სამშობლოდან, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა კრიტიკა არ დააკლეს.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი ტურნირზე პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს, რომელშიც კოსტა რიკას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები