Belive

მუნდიალი 2022 | ჯო ბაიდენმა აშშ-ს ნაკრებს მიმართა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი აშშ-ს ნაკრებმა 5 ქულით (ფრე უელსთან და ინგლისთან და გამარჯვება ირანთან) დაასრულა და B-ჯგუფიდან მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ამერიკის ნაკრების მხარდამჭერთა რიგებში ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გახლავთ, რომელმაც მსგავსად ტურნირის დაწყების წინ გავრცელებული მიმართვისა, გუნდი ამჯერადაც გაამხნევა და მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამერიკა... ამერიკა! ბიჭებო, ეს დიდი თამაშია. როდესაც მწვრთნელს და ფეხბურთელებს ვესაუბრე, ვთქვი, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ და მათ ეს გააკეთეს. ღმერთი გფარავდეთ!", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტმა.

აშშ-ს ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალის 1/8-ფინალურ ეტაპზე ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, სადაც წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, იქ კი არგენტინასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აშშ-სა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი 3 დეკემბერს, ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები