Belive

მუნდიალი 2022 | FIFA საუდის არაბეთის და ხორვატიის ნაკრების დასჯას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის და დასამახსოვრებელი მატჩის შემოქმედი საუდის არაბეთის ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში - 2:1 დაამარცხა.

თუმცა, საუდის არაბეთის ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი საკმაოდ უხეში თამაშითაც დაამახსოვრა, რაც შეუმჩნეველი არც FIFA-სთვის დარჩენილა, რომელმაც აზიური ნაკრებისთვის ჯარიმის სახით 32 000 დოლარის დაწესება გადაწყვიტა.

კონკრეტულად, ეს ჯარიმა, უშუალოდ მატჩების დროს დისციპლინარულ დარღვევებს უკავშირდება და დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათების მიღებას. საუდის არაბეთის ნაკრებმა არგენტინის და მექსიკის ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში 6-6 ყვითელი ბარათი მიიღეს, რის გამოც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია 32 000 დოლარით დაისჯება.

კიდევ ერთი ფინანსური ჯარიმა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე მუნდიალის ფარგლებში დაწესდება, ხორვატიის ნაკრებს შეეხება და ეს მათი გულშემატკივრების მიერ კანადის ნაკრების მეკარის, მილან ბორხანის მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს უკავშირდება, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კანადელთა მეკარეს სერბეთთან ოჯახური კავშირი აქვს.

სხვა სტატიები