Belive

მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის ანტირეკორდი - ოიარსაბალი ჯოჯოხეთური დღე

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დებიუტანტის, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა. ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და კაბო ვერდემ ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ.

ამ მატჩში ძალიან საინტერესო და თან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რაც მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის ანტირეკორდია. ფეხბურთში უცნაური სტატისტიკა არავის უკვირს, თუმცა ის, რაც ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, მიკელ ოიარსაბალმა შეძლო, ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა.

ესპანელი მიკელ ოიარსაბალი გახდა პირველი ფეხბურთელი (მონაცემების აღრიცხვის დაწყებიდან, 1966 წლის შემდეგ), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში პირველი 30 წუთი ისე ითამაშა, რომ ბურთს ერთხელაც კი არ შეხებია.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მუნდიალს ძალიან მძიმედ და სენსაციურად იწყებენ - ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები