დავით მუჯირი - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში დაიწყება
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე მაყურებლის დასწრებაა გადაწყვეტილი. გულშემატკივარი ყველაზე მეტად დაგვაკლდა 12 ნოემბერს. ახლა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გულშემატკივარი დაგვეხმარება. გუნდი უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 16 ათასამდე გულშემატკივარია დაშვებული და ყველას ვთხოვ, რეგულაციები დაიცვან. ბილეთების გაყიდვა ხვალიდან მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში დაიწყება. ყველა გასასვლელი ღია იქნება, რომ არ იყოს ხალხის შეჯგუფება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.