Belive

'მთავარია ქართულ კერძებს და ღვინოს მოვერიდოთ' - რას წერენ რუსი ქომაგები ლოკომოტივთან შეხვედრის შემდეგ?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის "ლოკომოტივთან" დაპირისპირება მოსკოვის "დინამოს" ქომაგების საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. აი, რამდენიმე რუსი გულშემატკივრის კომენტარი.
"გაგვიმართლა, წილისყრამ მთლიანად მეორე ეტაპზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მეტოქე გვარგუნა".  "კავკასია ფაქიზი საკითხია! მარტივი გასეირნება არ გველის, თაფლის საჭმელად არავინ გვეპატიჟება. პირიქით, ჩვენს გუნდს და მწვრთნელს ცხელი ტემპერამენტის მქონე კავკასიელებთან დაპირისპირების გამოცდილება არ აქვთ. ეს ყველაზე სასურველი მეტოქე ნამდვილად არ არის.  "მთავარია, თბილისში ძალიან ადრე არ ჩავიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  მოედანზე ქართული კერძებით და ღვინით სავსე მუცლით გასვლა ძალიან გაგვიჭირდება". "ლოკომოტივისთვის" ეს ბოლო გაჩერებაა. ყველა მგზავრს ევროპის ლიგის ვაგონის დატოვება მოეთხოვება!". "თბილისის "ლოკომოტივი"? ეს რა, რუსული რკინგზის გუნდია?!" "ქართველების სოციალური ქსელი დავათვალიერე. ჩვენთან შეხვედრით აღფრთოვანებულები არ არიან. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ღორებს გვიწოდებენ. მიდით ბიჭებო, მთელი მოსკოვი გგულშემატკივრობთ".
თბილისის "ლოკომოტივი" მოსკოვის "დინამოს" 17 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები