Belive

"მთავარი დამნაშავე ბენჟამინ პავარია" - ფრანგ მცველს თანაგუნდელები აკრიტიკებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს აწ უკვე ექს-ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ტიტულის დაცვასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა არგენტინის ნაკრებთან ფინალური შეხვედრის პენალტების სერიაში (4:2) დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

როგორც მოგვიანებით მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე არ იყო და ამას თავად ფეხბურთელები აღიარებდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდის შიგნით არსებული ნეგატიური ატმოსფეროს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მარჯვენა მცველი, ბენჟამინ პავარი იყო, რომელიც საქმეს არასერიოზულად ეკიდებოდა და ამის გამო თანაგუნდელებისგან კრიტიკის ობიექტიც მრავალჯერ გახდა. კონკრეტულად, ტურნირის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ფინალის დროს, როცა გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, იგი თანაგუნდელებს ღიად აკრიტიკებდა და ამას არც ისე თბილი სიტყვებით აკეთებდა, რაც მასსა და მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს შორის დაძაბულობის მიზეზიც გახდა.

უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ბენჟამინ პავარი თანაგუნდელების მიერ, ახლო ურთიერთობაში მყოფ ჟურნალისტებთან ინფორმაციის მიწოდებაში არის ეჭვმიტანილი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პავარმა მუნდიალზე მისი ნაკრების მიერ გამართული 7 მატჩიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა და ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (4:1) მოედანზე 88 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები