Belive

მთელი სეზონის გამოტოვების რისკის წინაშე - ტიბო კურტუამ მძიმე ტრავმა მიიღო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ 2023/24 წლების საკლუბო სეზონის დაწყების წინ, სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა ამის გამო მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში, ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი შეხვედრისთვის მომზადების პერიოდში, 31 წლის მეკარემ ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც მოედანი აცრემლებულმა დატოვა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შესაძლოა, ბელგიის ნაკრების მეკარეს ჯვარედინი იოგები ჰქონდეს გაწყვეტილი, რაც ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა და რომლის გამოც, შესაძლოა მან 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში მოედანზე დაბრუნება ვერ შეძლოს.

ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში, ტიბო კურტუას ოპერაცია ჩაუტარდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ როდის დაბრუნდება იგი მოედანზე.

სხვა სტატიები