Belive

მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელები - სიმეონე პირველია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არგენტინელი ხელფასის სახით წელიწადში 34 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილზე ,,მანჩესტერ სიტის'' მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაა, რომელიც 22,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. სამეულში, ასევე, იურგენ კლოპი მოხვდა, რომლის ანაზღაურება 17,8 მილიონი ევროა.

10 ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოში:

  1. დიეგო სიმეონე - 34 მილიონი ევრო
  2. პეპ გვარდიოლა - 22,4 მილიონი ევრო
  3. იურგენ კლოპი - 17,8 მილიონი ევრო
  4. გრემ პოტერი - 13,5 მილიონი ევრო
  5. მასიმილიანო ალეგრი - 12,8 მილიონი ევრო
  6. ტომას ტუხელი - 12 მილიონი ევრო
  7. კარლო ანჩელოტი - 11 მილიონი ევრო
  8. სიმონე ინძაგი - 10 მილიონი ევრო
  9. ჟოზე მოურინიო - 9,2 მილიონი ევრო
  10. ხაბი ალონსო - 5 მილიონი ევრო

სხვა სტატიები