Belive

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Obs-ის ვერსიით

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.

Top ათეულს ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ლიდერობს, რომელიც 245 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სამეულში, ასევე, მადრიდის ,,რეალისა'' და ლონდონის ,,არსენალის'' შემტევები - ვინისიუს ჟუნიორი (196 მილიონი ევრო) და ბუკაიო საკა (195 მილიონი ევრო) მოხვდნენ.

ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი - 2-2 წარმომადგენელი ,,მანჩესტერ სიტის'', ,,რეალსა'' და ,,ბარსელონას'' ჰყავთ:

  1. ერლინგ ჰოლანდი - 245 მილიონი ევრო
  2. ვინისიუს ჟუნიორი - 196 მილიონი ევრო
  3. ბუკაიო საკა - 195 მილიონი ევრო
  4. ჯუდ ბელინგემი - 190 მილიონი ევრო
  5. როდრიგო - 185 მილიონი ევრო
  6. პედრი - 178 მილიონი ევრო
  7. გავი - 174 მილიონი ევრო
  8. ჯამალ მუსიალა - 170 მილიონი ევრო
  9. ფილ ფოდენი - 167 მილიონი ევრო
  10. კილიან მბაპე - 163 მილიონი ევრო

სხვა სტატიები