Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 56 წლის კაზუიოში მიურა ,,ოლივეირენსეში”, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

იაპონელმა პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მიურას პროფესიონალური კარიერა 1986 წელს ,,სანტოსში” დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

,,ოლივეირენსემ'' პორტუგალიის სეგუნდა ლიგის გასულ სეზონში 43 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა - მიურამ ჩემპიონატის 3 შეხვედრაში ითამაშა და მოედანზე სულ 28 წუთი გაატარა.