Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას არ აპირებს. 52 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბ "იოკოჰამასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. მიურა პროფესიონალურ კარიერაში 35-ე სეზონს ატარებს და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც J ლიგის დაარსებიდან (1993) დღემდე თამაშობს.

No description available.
"მოხარული ვარ, რომ ახალი წლიდან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა მომეცა. ყოველდღიურად ვცდილობ რომ შევინარჩუნო სათამაშო ფორმა, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო",-თქვა მიურამ. იაპონიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს წლების განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია, მათ შორის საზღვრებს მიღმა, "სანტოსის", "პალმეირასისა" და "კორიტიბას" შემადგენლობაში. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი მიურამ "კავასკიში" გაატარა - 1990-98 წლებში, მან კლუბის მაისურით 192 მატჩი ჩაატარა და 100 გოლის გატანა მოახერხა. საინტერესოა ისიც, რომ მიურა ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელიც პოპულარული ვიდეო-თამაშის 1996 წლის ვერსიაში მოხვდა.

სხვა სტატიები