Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან გააფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 55 წლის კაზუიოში მიურა კარიერას ,,ოლივეირენსეში'' გააგრძელებს, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს.

იაპონელი პორტუგალიურ გუნდს ,,იოკოჰამადან'' იჯარით შეუერთდა.

მიურას პროფესიონალური კარიერა 1986 წელს ,,სანტოსში'' დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

,,ოლივეირენსე'' პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 18 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

View this post on Instagram

A post shared by Bleacher Report Football (@brfootball)

სხვა სტატიები