Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ახალ კლუბთან გააფორმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 54 წლის კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას ისევ არ აპირებს და ახალი წლიდან ახალი კლუბის მაისურსაც მოირგებს. 2022 წლიდან, იაპონიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი საკუთარ სამშობლოში, ქვეყნის რანგით მეოთხე ლიგაში ითამაშებს. მიურას ბოლო კლუბი, "იოკოჰამა" 2021 წლის ბოლოს მეორე ლიგაში დაქვეითდა, კაზუიოში მიურამ კლუბი დატოვა, არადა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. მას შემდეგ მიურამ ახალი გუნდი მონახა და ეს მეოთხე ლიგაში მოთამაშე და საკუთარი ძმის მიერ გაწვრთნილი "სუზუკა პოინტ გეტერსი" იქნება. "სუზუკა პოინტ გეტერსი" კაზუიოში მიურას პროფესიონალურ კარიერაში, მე-15 კლუბი იქნება. კარიერის განმავლობაში მიურას 771 მატჩი აქვს ჩატარებული, 245 გოლი გატანილი (55 იაპონიის ნაკრებში) და 10 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 5 სხვადასხვა დეკადაში ითამაშა. იაპონელს სხვადასხვა დროს ისეთ წარმატებული კლუბების მაისური მოურგია, როგორიც ბრაზiლიური “სანტოსი”, იტალიური “ჯენოა” და ზაგრების “დინამოა”.

სხვა სტატიები