Belive

მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფუტსალში, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა და ის გუნდები გაირკვა, რომლებიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები E ჯგუფში იქნებიან.

წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრებს კი მეტოქეებად შემდეგი 3 ნაკრები ერგო: მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია, სომხეთი და ფინეთი.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის მატჩები სექტემბერში გაიმართება, კალენდარი კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

სხვა სტატიები