Belive

მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ - არსენ ვენგერი საინტერესო ინიციატივით გამოდის 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო წინადადებით გამოდის. გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებას და მთავარი სანაკრებო ფორუმის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ინიციატივას აყენებს. ვენგერის წინადადება საკლუბო სეზონის გაზაფხული - შემოდგომის ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გათამაშებების მარტის თვეში დაწყებას და ნოემბერში დასრულებას გულისხმობს. 2019 წლის ნოემბერში FIFA-ს გლობალური საფეხბურთო განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, ვენგერი საფეხბურთო სამყაროში მთელი რიგი რეფორმების გატარებას მუდმივად ცდილობს. 71 წლის ფრანგი ასევე თამაშგარეს წესის შეცვლის ინიციატივითაც გამოვიდა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამ საკითხის საფუძვლიანი გადახედვისკენ მოუწოდა.
Arsene Wenger on how Arsenal set benchmark for rivals' success before "difficult" decline - Mirror Online
  "ეს ჩემი ოცნებაა. ეს არ არის სიზმარი, რომელ იც ვნახე და რომელსაც ახლა ბევრს ვუზიარებ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ იაპონიაში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად, უპირატესობა მაქვს. ჩვენ მარტიდან ნოემბრამდე ვთამაშობდით და ეს მშვენიერი იყო. თქვენ აღარ გიწევდათ ზედმეტი დატვირთვა. შეგეძლოთ მოგეგოთ ტიტული 2018, 2019 და 2020 წლებში და არა 2018/19 ან 2019/20 წლების სეზონში.  მე ასევე მჯერა, რომ ჩვენ მთლიანად უნდა შევცვალოთ კალენდარი. FIFA-ში, პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა კალენდარული წლის მთლიანად რეორგანიზაცია შევძლოთ.  დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო კალენდრის ჰარმონიზაციისთვის ვიღაცამ უნდა დათმოს და ეს ევროპა ან მსოფლიოს სხვა ქვეყნები იქნება. ეს საქმეს უფრო მარტივს გახდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულის არდადეგები მოდის იქიდან, რომ ხალხი არ იყო პროფესიონალი 100 წელზე მეტი ხნის წინ. დღეს მოთამაშეები არ მიდიან შვებულებაში სეზონის მიმდინარეობისას მსოფლიო ფეხბურთს თუ გადავხედავთ, მეორე პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის უფსკრულია. მსოფლიო თასზე მეტი ეროვნული გუნდის მოხვედრა პატარა ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან მათ მსოფლიო დონეზე გამოსვლის და თავის წარმოჩენის მეტი შანსი ექნებათ. თუ მსოფლიო თასის გუნდებს გადახედავთ, ვნახავთ, რომ ჩვეულებრივ, ფეხბურთელების საშუალო ასაკი 27-28 წელია. ამიტომ, რადგან მსოფლიო თასი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მისი მოგების ძალიან მცირე შანსი არსებობს, რადგან როდესაც ეს ფეხბურთელები დაბრუნდებიან შემდეგ მსოფლიო თასზე, ისინი უკვე 32 ან 33 წლისები იქნებიან. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მსოფლიო თასს და ევროპის ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩავატარებთ", - ამბობს არსენ ვენგერი. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართა და იქ ტრიუმფს საფრანგეთის ნაკრებმა მიაღწია. მომდევნო მუნდიალი 2022 წელს, ყატარში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, 2020 წელს გასამართი ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა შედგეს.

სხვა სტატიები