Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კატარს ოლიმპიადის მასპინძლობაც სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კატარელებს სურთ, რომ 2036 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლონ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მასპინძლობაზე კონსკურსი ჯერ არ გამოუცხადებია, კატარელებმა საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენეს. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როცა მუსულმანური ქვეყანა ოლიმპიადას უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტურნირიც ზამთარში გაიმართება.

Reuters-ის ცნობით, კატარელები დარწმუნებულნი არიან, რომ 2036 წელს საკუთარ მიზანს მიაღწევენ.

"ამ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობა კატარს სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდ უპირატესობას აძლევს. მათ აჩვენეს, რომ კარგად შეუძლიათ ორგანიზება." - წერს Reuters.

საინტერესოა, რომ მათ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება აქვთ. 2006 წელს კატარმა აზიურ თამაშებს უმასპინძლა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2030 წელსაც კვლავ კატარში ჩატარდება აღნიშნული ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი ოლიმპიადა 2024 წელს პარიზში გაიმართება, ხოლო, მთავარ სპორტულ მოვლენას 2028 წელს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები