Belive

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 მთავარი ნომინანტი Goal.com-ის ვერსიით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ვებგვერდმა Goal.com-მა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 კანდიდატი დაასახელა.

წინა რეიტინგის მსგავსად, პირველი ორი ნომინანტი უცვლელია და ესენი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევები - ლეო მესი და კილიან მბაპე არიან.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია), რომლის ნაკრებიც გუშინ მაროკომ გააგდო, ანტუან გრიზმანმა (საფრანგეთი) ჩაანაცვლა.

ხუთეულში, ასევე, ხორვატიის ნაკრების მეკარე, დომინიკ ლივაკოვიჩი და მაროკოს ნაკრების მცველი, აშრაფ ჰაკიმი მოხვდნენ.

მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 ნომინანტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი
  2. კილიან მბაპე
  3. ანტუან გრიზმანი
  4. დომინიკ ლივაკოვიჩი
  5. აშრაფ ჰაკიმი
  6. ბრუნო ფერნანდეში
  7. სოფიან ამრაბატი
  8. რიშარლისონი
  9. კოდი გაკპო
  10. ჯუდ ბელინგემი

სხვა სტატიები