Belive

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

გუნდი სრულად არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.

1/2-ფინალში ყველაზე მაღალი შეფასება ,,ალბისელესტეს'' თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა (8,5) დაიმსახურა, რომელმაც ხორვატიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა.


მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული WhoScored-ის ვერსიით:

მეკარე - ემილიანო მარტინესი (7,7)

მცველები - კუნდე (7,5), კონატე (7,6), რომერო (7), ერნანესი (8,3)

ნახევარმცველები - ჩუამენი (7,7), ფოფანა (7,4)

თავდამსხმელები - მბაპე (7,2), დემბელე (7), მესი (8,4) ალბარესი (8,5).


მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები