Belive

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი $42 მილიონს მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება. მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 1/2-ფინალური ეტაპის ჯერი დადგა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხორვატია-არგენტინისა და საფრანგეთი-მაროკოს წყვილები დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა. გარდა ამისა, ისინი ამ ტურნირზე დაუმარცხებლები არიან და მათ კარში გოლის გატანა ძალიან რთულია.

Daily Loud-ის ინფორმაციით, ნაკრები რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება, ბონუსის სახით, $42 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ შეხვედრებს ხორვატია-არგენტინის წყვილი გახსნის. მათი დაპირისპირება დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები