Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის კარიერა კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 57 წლის კაზუიოში მიურა კარიერას ,,ატლეტიკო სუზუკაში'' გააგრძელებს, რომელიც იაპონიის მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

მიურას ბოლო გუნდი პორტუგალიური ,,ოლივეირენსე'' იყო, სადაც გასული სეზონი ,,იოკოჰამადან'' იჯარით გაატარა და სეგუნდა ლიგის ბოლო ტურში 31 წუთამდეც ითამაშა.

იაპონელი რეკორდსმენის პროფესიონალური კარიერა 1986 წელს ,,სანტოსში'' დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

მიურას 38-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთ კლუბში, მათ შორის ,,პალმეირასში'', ,,ჯენოასა'' და ,,დინამო ზაგრებში'' უთამაშია.