Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 16-დან 14 მერვედფინალისტი ცნობილია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტური დარჩა.

დღეს დილით პლეი-ოფის საგზური გაიფორმეს ინტერმა და მონტერეიმ, რომლებიც 12 მერვედფინალისტს შეურთდნენ:

  • პალმეირასი, ინტერ მაიამი, პსჟ, ბოტაფოგო, ბენფიკა, ბაიერნი, ფლამენგო, ჩელსი, ინტერი, მონტერეი, დორტმუნდი, ფლუმინენსე, იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი,

ერთადერთი ჯგუფი, სადაც ბოლო ტურში პლეი-ოფში გასვლის შანსი 3 გუნდს აქვს, H ჯგუფია, რომელშიც რეალი (4 ქულა), ზალცბურგი (4 ქულა), ალ ჰილალი (2 ქულა) და პაჩუკა (უქულო) ასპარეზობენ.

გარდა ამისა, გარკვეულია 6 მერვედფინალური წყვილი:

  • პალმეირასი - ფლამენგო

  • ბენფიკა - ჩელსი

  • პსჟ - ინტერ მაიამი

  • ფლამენგო - ბაიერნი

  • ინტერი - ფლუმინენსე

  • დორტმუნდი - მონტერეი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი შაბათს, 28 ივნისს, პალმეირასისა და ბოტაფოგოს შეხვედრით გაიხსნება.

r/soccer - Current Round of 16 bracket for FIFA Club World Cup

სხვა სტატიები