Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებს რონალდ კუმანი ჩაიბარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. იგი ლუის ვან გაალს ჩაანაცვლებს, რომელსაც პროსტატის კიბო დაუდგინდა. კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა. მან დიკ ადვოკაატი ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი 2019 წლის ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ევრო 2020-ზე ნიდერლანდებს ლუის ვან გაალი წვრთნიდა: კორონავირუსის შედეგად, ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართა, ამ დროს კი კუმანი უკვე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იყო.
"ვამაყობ იმით, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კიდევ ერთხელ გავხდები. ველოდები ახალ გამოწვევებს, წინ ახალი წარმატებები გველოდება", - განაცხადა კუმანმა.
"ბარსელონაში" კუმანმა მხოლოდ კოპა დელ რეის მოგება შეძლო. მისი ხელმძღვანელობით, "ბლაუგრანა" ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ შედეგებს აჩვენებდა უახლეს ისტორიაში. რაც შეეხება ვან გაალს: ნიდერლანდელმა მწვავე დიაგნოზის შესახებ განცხადება ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გააკეთა. საპასუხოდ, ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.

სხვა სტატიები