მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დემბელეს დიდი ალბათობით საუდის არაბეთის პრო ლიგაში ვიხილავთ
პარი სენ-ჟერმენის ფრანგი ვარსკვლავის უსმან დემბელეს ტრანსფერზე საუდის არაბეთის პრო ლიგა მუშაობს. Sky Sports-ის ცნობით პროფესიონალური ლიგის მაღალჩინოსნები ფეხბურთელის გადაყვანისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს ამზადებენ. უფრო კონკრეტულად 28 წლის შემტევი საუდის არაბეთში შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავიდეს, მუნდიალის დაწყებამდე დემბელე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენლები ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულის ტრანსფერს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე პარიზულ კლუბში 2023 წელს ბარსელონადან გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა პსჟ-ს მაისური 115-ჯერ მოირგო რა დროშიც 49 გოლი და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. დემბელემ 3-ჯერ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, 2-2-ჯერ საფრანგეთის თასისა და ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა, თითო-თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა.
Full story | Ousmane Dembele: Saudi Pro League lining up ambitious summer move for #PSG star and Ballon d'Or winner https://t.co/te2NrDAOIe 👇🏻
— Lyall Thomas (@SkySportsLyall) January 27, 2026