Belive

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფები ცნობილია | გასათამაშებელი მხოლოდ 6 ადგილია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო ფეხბურთისთვის, 2025 წელი დასრულებულია. ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილია ის 42 ეროვნული ნაკრები, ვინც მუნდიალის საგზური გაინაღდა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს (მხოლოდ 6 ადგილი დარჩა გასათამაშებელი).

ევროპის ზონის პლეი-ოფის მონაწილეები

A ბადე

  • იტალია Vs. ჩრდილოეთ ირლანდია

  • უელსი Vs. ბოსნია

B ბადე

  • უკრაინა Vs. შვედეთი

  • პოლონეთი Vs. ალბანეთი

C ბადე

  • თურქეთი Vs. რუმინეთი

  • სლოვაკეთი Vs. კოსოვო

    D ბადე

  • დანია Vs. მაკედონია

  • ჩეხეთი Vs. ირლანდია

2 საგზური კონფედერაციათა შორის პლეი-ოფში გათამაშდება, რომლის მონაწილეებიც არიან: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იამაიკა, სურინამი, ბოლივია, ახალი კალედონია.

კონფედერაციათა შორის პლეი-ოფი

A ბადე

  • კონგო

  • ახალი კალედონია Vs. იამაიკა

B ბადე

  • ერაყი

  • ბოლივია Vs. სურინამი

პლეი-ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება.

სხვა სტატიები