Belive

მსაჯის შეურაცხყოფის გამო FA რის ჯეიმსს დასჯის

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რის ჯეიმსს ბრალად მსაჯის შეურაცხყოფას სდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო რის ჯეიმსი "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდა მან მსაჯთან შელაპარაკება მაინც მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მცველის გაღიზიანება მალუ გუსტოს გაძევებამ გამოიწვია. ჯეიმსსა და შეხვედრის მთავარ არბიტრს შორის აღნიშნული ინციდენტი მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მოხდა. 

 

 

მცველმა მატჩის მთავარი არბიტრის მისამართით არასათანადო და/ან შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. აღნიშნული ინციდენტი შეხვედრის შემდეგ, გვირაბში მოხდა. რის ჯეიმსს ბრალდებაზე საპასუხოდ ვადა 29 სექტემბრამდე ეძლევა. - ვკითხულობთ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში

სხვა სტატიები