Belive

"მსაჯებო, კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელებს უნდა გაუფრთხილდეთ" - იტალიური მედიის გამოხმაურება 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, მილანის "ინტერის" ფეხბურთელების უხეშ თამაშს და მსაჯების ამაზე არასაკმარის რეაგირებას ეხმაურება.

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში გამართულ შეხვედრაში, რომელიც "ინტერმა" - 1:0 მოიგო, 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის წინააღმდეგ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა არაერთ ეპიზოდში იუხეშეს, თუმცა მსაჯს ამაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია, რასაც ხსენებული გამოცემა ასეთი კომენტარით გამოეხმაურა: "მსაჯებო", კვარაცხელიას მსგავსი ნიჭის მქონე ფეხბურთელები დაცულები უნდა იყვნენ. ხვიჩა ჩვენი დროის გმირია, რომელსაც აქვს ფანტაზია და სიმსუბუქე. ის მილანში გალიაში მოაქციეს, რომელშიც ქართველი ტალანტი აკრძალული დარტყმების შედეგად შეაჩერეს".

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას აქტივში, 18 ოფიციალურ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ, “ნაპოლის” 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს, უახლოეს მდევარ “მილანს” კი 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები