მრგვალი წითელი ბარათი: რატომ გამოიყენეს ის ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში?
ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალური შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს უელსური “ვრექსჰემი” და ინგლისური “შეფილდ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ (3:3), საინტერესო ფაქტი მოხდა.
მატჩის 71-ე წუთზე, “შეფილდის” ფეხბურთელმა, დანიელ იებისონმა მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ტრადიციული, მართკუთხასგან განსხვავებით, ბარათს მრგვალი ფორმა ჰქონდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსაჯები მრგვალი ფორმის მქონე წითელ ბარათებს იყენებენ, ასეთ რამეს თვით ინგლისური ფეხბურთელის ელიტაში – პრემიერ ლიგაშიც კი ვხვდებოდით 2000-იანი წლების დასაწყისში, რასაც თავისი ახსნა ჰქონდა.
როგორც ექსპერტები განმარტავდნენ ეს ემსახურებოდა თავად მოთამაშეების, მსაჯებისა და მაყურებლების დახმარებას, კონკრეტულად კი იმ ადამიანების, რომლებსაც ფერის გარჩევის პრობლემა აქვთ. ამავე დროს, მსაჯისთვის, რომელსაც სურდა, რომ ბარათი სწრაფად გამოეყენებინა, ფორმით განსხვავებული ბარათების ერთმანეთისგან გარჩევა უფრო მარტივი ხდებოდა.
რაც შეეხება თავად მატჩის შედეგს, დებულების თანახმად, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, საპასუხო შეხვედრა ინიშნება და ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი 7 თებერვალს გაირკვევა და მასპინძელი ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელი გუნდი იქნება.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ "ვრექსჰემის" თანა-მფლობელები ჰოლივუდის ვარსკვლავები, რაიან რეინოლდსი და რობ მაკელჰენი არიან. თავად გუნდი კი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში, ეროვნულ ლიგაში გამოდის და პირველ პოზიციას იკავებს. ხსენებული ვარსკვლავების თქმით, კლუბის მიზანი პრემიერ ლიგაში აღზევებაა.