'მოუთმენლად ველი ჩაკვეტაძის სრულ გამოჯანმრთელებას' - უოტფორდის მწვრთნელი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძეს წინა სეზონიდან გადმოყოლილი ტრავმა აწუხებს. სეზონისწინა ამხანაგური თამაშები (უიმბლდოთან და ბორჰემ ვუდთან) მან უკვე გამოტოვა, თუმცა როგორც უოტფორდის ოფიციალური საიტი წერს, გიორგი გამოჯანმრთელების პროცესი ბოლო ეტაპზეა. ქართველი ფეხბურთელი ფეხთან დაკავშირებულ პრობლემას აწყდება და ინტენსიურად მუშაობს როგორც საწვრთნელ მოედნებზე, ასევე სპორტდარბაზში. პაულო პეცოლანო (უოტფორდის მწვრთნელი) იმედოვნებს, რომ ის მოედანზე სეზონისწინა ბოლო ამხანაგურ მატჩში, ან კიდევ უფრო ადრე დაბრუნდება.
ორივე მოთამაშე უკვე გარკვეული ხანია მუშაობს გამოჯანმრთელებაზე (კვადვო ბაა და გიორგი ჩაკვეტაძე).
ბაა ამ კვირაში გუნდთან ერთად სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება და ჩაკვეტაძე კლუბისთვის კიდევ ერთი აქტივია. მოუთმენლად ველით მის სრულ გამოჯანმრთელებას, სანამ მოედანზე დაბრუნებას შეძლებს. - განაცხადა პაულო პეცოლანომ
სეზონის ოფიციალურ დაწყებამდე, უოტფორდს კიდევ ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩასატარებელი, 26 ივლისს ლეიტონ ორიენტის, ხოლო 30 ივლისს დეპორტივოს წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ყველაზე ცუდ ვითარებაშიც კი, გიორგის დეპორტივოსთან თამაში შეეძლება.