Belive

"მოუთმენლად ველი მეგობრებთან შეხვედრას" - არველაძე ფიგუს, კაკას და სხვების გვერდით ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე შოტლანდიაში, გლაზგოში გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ითამაშებენ და რომლის მიზანიც საქველმოქმედო აქტივობაა. გლაზგოს "რეინჯერსის" 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ კლუბის ლეგენდარული სტადიონი, "აიბროქსი" "რეინჯერსისა" და "მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების" გუნდების ამხანაგურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. მატჩი ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელის, ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით ტარდება. რაც შეეხება შოთა არველაძეს, 49 წლის ქართველი მწვრთნელი 4 წლის განმავლობაში ამ გუნდის მაისურს ირგებდა და ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი და ერთხელ სუპერთასის გამარჯვებული გახდა. მატჩის წინ, "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ბედნიერი ვარ, რომ 26 მარტს გასამართ მატჩში მონაწილეობას მივიღებ. მადლობა ორგანიზატორებს მიწვევისთვის. ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იმ კლუბის დაარსების 150 წლისთავს უკავშირდება, სადაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე. ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად, რეინჯერსში არაერთი ტიტული მოვიგე და ამ ქალაქში და სტადიონზე დაბრუნება ყოველთვის ძალიან მახარებს. მოუთმენლად ველოდები გულშემატკივართან და მეგობრებთან შეხვედრას", - წერს არველაძე Facebook-ში.
 

სხვა სტატიები