Belive

მოურინიომ საკუთარი გუნდის მეკარეს წერილი გაუგზავნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერა A-ს მე-15 ტურის მატჩში "რომამ" "ფიორენტინა" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მას შემდეგ, რაც 87-ე წუთზე მოედნიდან რომელუ ლუკაკუ გააძევეს, "რომა" მოედანზე 9 კაცით დარჩა. ამ მომენტიდან 2 წუთში, მოურინიომ თავისთან "ბოლბოი" იხმო, რომელსაც საკუთარი გუნდის მეკარესთან, რუი პატრისიოსთან წერილის მიტანა სთხოვა.

ამ მატჩის შემდეგ რომამ 25 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის მეოთხე ადგილზეა. ცხრილში სიმჭიდროვის გამო, ფიორენტინა 24 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. პორტუგალიელი სპეციალისტი "რომაში" 2021 წლიდან მუშაობს, მანამდე ის ტოტენჰემს, ჩელსის, მადრიდის რეალს, ინტერსა და პორტუს წვრთნიდა. ჟოზე მოურინიომ "რომასთან" ერთად კონფერენციის ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები