Belive

მოურინიომ ხორვატიასთან მატჩისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შეარჩია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ინგლისისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ხვალინდელი მატჩისთვის ინგლისელთა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია:
,,მეკარის პოზიციაზე დავაყენებდი დინ ჰენდერსონს, რომლის დიდი გულშემატკივარი ვარ. როცა ,,იუნაიტედში'' ვმუშაობდი, ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ერთხელ მითხრა: ,,როცა არენდიდან დავბრუნდები, მინდა, რომ პირველი ნომერი გავხდე.'' ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ, რადგან დე ხეა გვყავდა, ამ ბიჭს კი ჯერ ნათამაშები არ ჰქონდა, თუმცა მას საოცარი პროგრესი აქვს. რადგან მაგუაიერი არ არის, ცენტრალური მცველების პოზიციაზე ჯონ სტოუნსსა და ტაირონ მინგსს ავირჩევდი. მარჯვენა მცველის ასარჩევად შეგვიძლია მონეტა ავაგდოთ, მაგრამ მე კაილ უოლკერს დავასახელებდი, რომელიც უფრო გამოცდილია. მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენ ჩილუელს დავაყენებდი. დეკლან რაისს ჯუდ ბელინგემი იდეალურად შეეწყობოდა, მაგრამ, ალბათ, პირველ თამაშში რაისთან ერთად კალვინ ფილიპსმა უნდა ითამაშოს. ჰარი კეინი ხელშეუხებელია. იგივეს ვიტყოდი ჯეკ გრილიშზეც. არ მიყვარს შედარებები, განსაკუთრებით ,,ოქროს ბურთის'' მფლობელებთან, მაგრამ გრილიში ლუიშ ფიგუს მახსენებს. ამიტომ ჯეკს მარცხნივ დავაყენებდი, მეისონ მაუნტს - ათიანზე, ფილ ფოდენს კი - მარჯვენა ფლანგზე,'' - განაცხადა მოურინიომ.
ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ჟოზე მოურინიოს ვერსიით ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები