Belive

მოურინიო: ,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემს კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, განაცხადა, რომ ,,ტოტენჰემთან'' ახლო ურთიერთობა არ აქვს:

,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემის კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ სტადიონი პანდემიის გამო ცარიელი იყო.

ან იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ლევიმ ფინალში თამაშის (ინგლისის ლიგის თასის) და თასის მოგების საშუალება არ მომცა. თუმცა, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ასეთი კლუბია,'' - თქვა ჟოზემ.

მოურინიო ,,ტოტენჰემში'' 2019-2021 წლებში მუშაობდა. ლონდონურმა გუნდმა პორტუგალიელის ხელმძღვანელობით სულ 86 შეხვედრა ჩაატარა - 44 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა, 23 კი წააგო.

სხვა სტატიები