Belive

მოურინიო ლივერპულთან მატჩის წინ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვირას, 20:00 საათზე, პრემიერლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" ენფილდზე ესტუმრება, თუმცა "წითელი ეშმაკები" მოსისხლე მტერს დიდი დანაკლისით შეხვდებიან. ჟოზე მოურინიოს კლუბს ტრავმის გამო 9 ფეხბურთელი დააკლდება, ესენია: ენტონი მარსიალი, ლუკ შოუ, ალექსის სანჩესი, დიოგუ დალო, მატეო დარმიანი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი, მარკოს როხო და სკოტ მაკტომინეი, აღსანიშნავია რომ ამ ფეხბურთელებიდან 6 პოზიციურად მცველია, რაც ნიშნავს იმას რომ კლოპის გუნდს შეტევაში უფრო მეტი შანსი ექნება. აღსანიშნავია რომ, პრემიერლიგაში "ლივერპულმა" "მანჩესტერი" ბოლოს 5 წლის წინ დაამარცხა, თუმცა ამ სეზონში ლივერპული საჩემპიონოდ იბრძვის და პირველ ადგილზეა, მოურინიოს "მანჩესტერი" კი ჯერ ოთხეულშიც არაა.

სხვა სტატიები