Belive

მოურინიო: ,,ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა და გუნდი, რომელიც მოგებას იმსახურებს, აგებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ნაპოლისთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ოსიმენის გოლის შემდეგ, გვქონდა 10-წუთიანი პერიოდი, როცა უსამართლობის გრძნობა დაგვეუფლა. ამის მიღმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს, მაგრამ ჩვენ წავაგეთ და ამან უფრო მეტი თავდაჯერება შეგვმატა. ჩვენ ნამდვილად ვართ ის გუნდი, რომელმაც ,,ნაპოლის'' ყველაზე ბევრი პრობლემა შეუქმნა. აქიდან უფრო თავდაჯერებული მივდივარ. ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა და გუნდი, რომელიც გამარჯვებას იმსახურებს, აგებს. დღეს ჩვენ ეს დავიმსახურეთ და შედეგი სამწუხაროა.

რა ვუთხარი სპალეტის? თავიდან დაბადების დღის საჩუქრისთვის მადლობა გადავუხადე. კოლეგის საჩუქარი ყოველთვის სასიამოვნოა. ვიმეორებ, ცაში ვარსკლავი მათთვის ანათებს, რაც ჩემთვის ნიშნავს, რომ ეს მათი ჩემპიონატია,'' - განაცხადა მოურინიომ.

სერია A-ს მე-20 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,რომას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა მიითვალა.

20 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,რომა'' კი 37 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 5 თებერვალს, ,,სპეციასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები