Belive

მოურინიო გუნდში საკუთარ წესებს ნერგავს | რეალი ნელ-ნელა ახალ სისტემაზე გადადის

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჟოზე მოურინიომ რეალში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და მკაფიოდ მიანიშნა, რომ დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა მისი მთავარი პრიორიტეტებია. ის, ბოლო ორი იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ, სამფო კლუბში გუნდურობის ჩამოყალიბებას ცდილობს. ჟურნალისტ, ხოსე ფელიქს დიასის ინფორმაციით, ჟოზემ კლუბში მკაცრი წესების მთელი სისტემა დააბრუნა. მათ შორის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთია: თუ ფეხბურთელი დაგეგმილ ვარჯიშზე დააგვიანებს, მას გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. ის დამოუკიდებლად, დარბაზში ივარჯიშებს და მომდევნო მატჩში, განაცხადს მიღმა დარჩება.

ასევე გაუქმდა დაგვიანებისთვის დაწესებული მცირე ფინანსური ჯარიმების ძველი სისტემა, რომელიც 200-დან 300 ევრომდე მერყეობდა. მოურინიომ ეს მიდგომა იმ მიზეზით გააუქმა, რომ ასეთი სანქციები, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისთვის, საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის. მის ნაცვლად, პორტუგალიელმა ისეთი სასჯელები აირჩია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დამატებით მუშაობასა და სათამაშო დროის დაკარგვას.

გამოჯანმრთელების პროცესიც მოურინიოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცა. პორტუგალიელი მოითხოვს, რომ ფეხბურთელებმა აღდგენითი პროგრამები კლუბის ბაზაზე გაიარონ. იგივე მიდგომა მოქმედებს კვების საკითხეც, დანიშნული კვების რეჟიმი სამუშაო პროცესის სავალდებულო ნაწილად განიხილება და არა ფეხბურთელის პირად არჩევანად.

ახალი მკაცრი წესების მიუხედავად, ფეხბურთელებმა მწვრთნელის მოთხოვნები და ტაქტიკური იდეები კარგად მიიღეს. "განსაკუთრებულისთვის", დისციპლინა და ტაქტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. მისი აზრით, წესრიგის აღდგენა უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომლის მიზანიც, მოედანზე გუნდის ერთიანობისა და ბალანსის დაბრუნებაა. მოურინიო ფეხბურთელებში ურთიერთობის გაუმჯობესებასა და მათი როლების გადანაწილებაზეც მუშაობს, რათა გუნდმა უფრო კოლექტიური ფეხბურთი ითამაშოს და მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე არ იყოს დამოკიდებული.

სხვა სტატიები