Belive

მოურინიო 61 წლის გახდა | მისი 61 ხმაურიანი გამონათქვამი

1 წლის წინ ფეხბურთი
12 წთ

კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და რომლის არსებობა ფეხბურთს ძალიან უხდება. თითქოს, ჟოზეს დიდების დრო წასულია, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია - როგორც სიტყვით, ასევე მოქმედებით, ჟოზე არაპროგნოზირებადია.

დღეს პორტუგალიელ სპეციალისტს 61 წელი შეუსრულდა. ამ სტატიაში არ წარმოგიდგენთ მისი ტიტულების ტრადიციულ ჩამონათვალს, ამჯერად ყურადღებას მის გამონათქვამებზე შევაჩერებთ, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად განსხვავდება იგი სხვა მწვრთნელებისგან.

#1 არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, არ მინდა ფეხბურთელებს წნეხი შევუქმნა. მაგრამ მატჩის წაგება არ შეიძლება.

#2 მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ვითამაშებთ. თუ თქვენ ფერარის მართავთ, მე კი პატარა მანქანა მყავს, თქვენს დასამარცხებლად ან საბურავი უნდა დაგიზიანოთ, ან ძრავში შაქარი ჩაგიყაროთ.

#3 ქედმაღლობაში ნუ ჩამითვლით, რასაც ვამბობ, სიმართლეა. მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და რიგითი მწვრთნელი არ ვარ. ვფიქრობ, განსაკუთრებული ვარ.

#4 ძაღლები ყეფენ, ქარავანი მიდის" - ჟოზემ კრიტიკას ცნობილი და ხატოვანი ფრაზით გასცა პასუხი.

#5 როდესაც ვიგებთ, ერთად ვიგებთ. როდესაც ვაგებთ, მე ვაგებ.

#6 სულაც არ მშურს "ბარსელონასი" იმის გამო, რომ მათ 100-წლიანი ისტორია და ჩემპიონთა ლიგის 1 ტიტული აქვთ. სულ 5 წელია, რაც მწვრთნელი ვარ და ჩემს სახელთან იგივე რაოდენობის ჩემპიონთა ლიგის თასია დაკავშირებული.

#7 წნეხი? რა წნეხზეა საუბარი? წნეხში ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ღარიბი ხალხი, რომლებიც ოჯახის გამოკვებას ცდილობენ. ფეხბურთში წნეხი არ არსებობს.

#8 ვენგერი სპეციალისტი წაგებაში, მე სხვანაირი ვარ.

#9 ალბათ ღმერთი ფიქრობს რომ კარგი ტიპი ვარ. სხვა შემთხვევაში, ამდენს არ მომცემდა. ძალიან კარგი ოჯახი მყავს, ვმუშაობ საოცნებო ადგილას. ღმერთი ბევრ რამეში დამეხმარა და ალბათ, ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება აქვს.

#10 ჩემთვის, მნიშვნელოვანია ის ტურნირი, რომელსაც ვიგებთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული იყო. როდესაც ეროვნულ ჩემპიონატებს ვიგებდი, მნიშვნელობა ამ ტურნირებს ენიჭებოდა. როდესაც არაფერს ვიგებ, ვამბობ, რომ გამარჯვება მნიშვნელოვანი არაა.

#11 მირჩევნია, 10 კაცით ვითამაშო, ვიდრე დაველოდო ფეხბურთელს, რომელმაც ავტობუსზე დააგვიანა.

#12 მე იმაზე უფრო მეტჯერ მაქვს პრემიერ ლიგა მოგებული, ვიდრე დანარჩენ 19 მწვრთნელს ერთად. 3-ჯერ მოვიგე მე, მათ კი 2-ჯერ. პატივი მეცით, პატივი მეცით, პატივი მეცით.

#13 დღემდე, არსებობდნენ მცირე რაოდენობით მწვრთნელები, რომლებიც მსაჯებზე არ საუბრობდნენ. ასევე არსებობდა მწვრთნელების დიდი სია - ადამიანები, რომლებიც მსაჯის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ. აღმოჩნდა, რომ არსებობს მესამე ჯგუფიც, რომელშიც ერთადერთი ადამიანია გაერთიანებული - კაცი, რომელიც მსაჯის მართებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს, ეს რაღაც სიახლეა! - მოურინიმ გვარდიოლას შესახებ დამცინავად მას შემდეგ ისაუბრა, რაც მსაჯმა კოპა დელ რეის ფინალში პედროს მიერ გატანილი გოლი გააუქმა.

#14 ინგლისში ჩამოსვლისას, მითხრეს, რომ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. და რა მაქვს დასამტკიცებელი? ჩემპიონთა ლიგა ინგლისში მხოლოდ მე და სერ ალექსს გვაქვს მოგებული.

Spurs press conference live: Jose Mourinho on Chelsea, Frank Lampard and Toby Alderweireld deal - football.london

#15 ალისონი არ არის ტრავმირებული. ალექსანდერ-არნოლდი არ არის ტრავმირებული. მჯერა, რომ მატიპი ითამაშებს. ფაბინიო არ არის ტრავმირებული. რობერტსონი არ არის ტრავმირებული. ჰენდერსონი არ არის ტრავმირებული. ვეინალდუმი არ არის ტრავმირებული. სალაჰი არ არის ტრავმირებული. ფირმინო არ არის ტრავმირებული. მანე არ არის ტრავმირებული.

ვან დაიკი არის ტრავმირებული და ცხადია, ვან დაიკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მომეცით ტრავმირებული ლივერპულელების სია და შევადაროთ ის ლივერპულის სასტარტო თერთმეტეულს.

შემიძლია "ტოტენჰემის" 10 ტრავმირებული ფეხბურთელი ჩამოგითვალოთ. 16-წლამდელებში ორი ბავშვია ტრავმირებული, ორი U-21-ში და სამიც U23-ში. ამას დაუმატეთ ლამელა და ტანგანგა და გამოდის, რომ 10 ფეხბურთელია ტრავმირებული.

მაგრამ არის ლორისი ტრავმირებული? არა.

არის ალდერვაირელდი ტრავმირებული? არა.

არის დაიერი ტრავმირებული? არა.

არის რეგილონი ტრავმირებული? არა.

არის ჰარი კეინი ტრავმირებული? არა.

არის სონი ტრავმირებული? არა.

არის ლუკასი ტრავმირებული? არა.

მაშინ ვინღაა ტრავმირებული?

#16 ჩემი აზრით, მოსაწყენია ის გუნდი, რომელსაც საშინაო მატჩში გოლი არ გააქვს.

#17 თუკი მესი პლანეტაზე საუკეთესო ფეხბურთელია, ეს იმიტომ, რომ რონალდუ სხვა პლანეტიდან არის.

#18 როდესაც ფრანკ რაიკარდი მსაჯების ოთახში შემავალი დავინახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი. როდესაც დიდიე დროგბა გააგდეს, არ გამკვირვებია.

#19 მისმინეთ, მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი. ის ჯადოქარია, რეალობაში კი ჯადოქრობა არ არსებობს. ჯადოქრობა გამოგონილია, ფეხბურთი კი - რეალობა.

#20 იტალიურს დღეში 5 საათის განმავლობაში ვმეცადინეობდი იმისთვის, რომ ფეხბურთელებთან, მედიასთან და გულშემატკივართან მესაუბრა. რანიერიმ ინგლისში 5 წელი გაატარა და ინგლისურად "დილა მშვიდობისას" ვერ ამბობდა. ვინ არის ის რომ მითხრას, როგორც მოვიქცე?

#21 იმდენი ქვა მესროლეს, რომ ერთ მონუმენტს ავაგებდი.

#22 ხანდახან, ხედავთ მშვენიერ საზამთროს, თუმცა გემრიელი არაა. ზოგიერთი საზამთრო უშნოდ გამოიყურება, თუმცა როდესაც გაჭრი, უგემრიელესია.

#23 თუკი მე ვინმეს ბარსელონაში ვძულვარ, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. ჩემს საფეხბურთო ლექსიკონში სიტყვა "შიში" არ მოიძებნება.

#24 ხალხს ფეხბურთი არ ესმის. მათ ჰგონიათ, რომ ესმით, მაგგრამ რეალურად, არ ესმით.

#25 ტიტულისთვის ორი ცხენი და ერთი კვიცი იბრძვის, რომელსაც სჭირდება რძე და რომელმაც ისიც არ იცის, როგორ იხტუნოს.

#26 მახსოვს, როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე. მაშინ სპორტიგის ახალგაზრდულ კლუბთან ერთად ვიმყოფებოდი. ჩემს ასისტენტს ვუთხარი: "აი, ვან ბასტენის შვილი". რონალდუს საოცარი ტექნიკა ჰქონდა, ყველასგან გამორჩეული იყო.

#27 დროგბა ნამდვილი მებრძოლია. ის ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ნებისმიერ ომში წავიდოდი.

#28 არც ძველი და არც თანამედროვე მწვრთნელების ადვოკატად არ გამოვდგები. მჯერა კარგის და ცუდის - რომ არსებობენ წარმატებული და წარუმატებელი მწვრთნელები,.

#29 ჩემი საქმიანობით სიამოვნებას ვიღებ, მომწონს ჩემი სიცოცხლის ყოველი წუთი.

#30 მე რომ ვარჯიშზე აბრამოვიჩი მეხმარებოდეს, ცხრილის ბოლოში ვიქნებოდით. მე რომ აბრამოვიჩს ბიზნესში ვეხმარებოდე, გაკოტრდებოდა.

#31 პორტოში მუშაობისას, სელტიკთან ვითამაშეთ. ასეთი ემოციური ხალხი არასოდეს მინახავს, დაუჯერებელი იყო.

#32 "ჩელსიში" თავდამსხმელის პრობლემა მაქვს. სამუელ ეტო'ო კი მყავს, მაგრამ ის 32 თუ 35 წლისაა.

#33 პორტოში ფეხბურთელებმა ჩემთან ერთად 2.5 წელი გაატარეს. მათ ჩემი სჯეროდათ, ჩემი მეთოდების, თუ როგორ მივდიოდით მიზნისკენ. ჩემი წასვლის შემდეგ, მოვიდა მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

#34 "ჩელსისთვის", ყველანაირ შემოთავაზებაზე უარს ვიტყოდი.

#35 თუკი მოგწონს შენი საქმე, თმა არ გაგცვივდება. გვარდიოლა მელოტია, გამოდის, რომ ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებს.

#36 საუკეთესო გუნდმა წააგო. მათ უბრალოდ მეტი პენალტი გაიტანეს.

#37 მე ჟოზე მოურინიო ვარ და არასოდეს შევიცვლები. აქ ჩემი უპირატესობებითა და ნაკლებით ჩამოვედი.

#38 ჩემი ემოციების დამალვა უნდა ვიცოდე. უნდა შევეგუო მარცხთან და გამარჯვებასთან ერთად ცხოვრებას.

#39 ვენგერი "არსენალს" 15 წელია წვრთნის, თუმცა გუნდს ბოლო 6 წელში კარლინგის თასიც არ მოუგია. ბენიტესმა 6 წელში პრემიერ ლიგა ვერ მოიგო, მაგრამ მაინც გუნდის მწვრთნელად ტოვებენ. იტალიურ მენტალიტეტში ეს არ ჯდება. იმისთვის, რომ "ინტერში" ვიმუშავო, მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო.

#40 სანამ "ჩელსიდან" არ გამიშვებენ, ჩემს გადაბირებას ვერცერთი გუნდი შეძლებს. მინდა, ვიყო იქ, სადაც სიყვარულს ვგრძნობ.

#41 მთელი ქვეყანა ელოდება "ჩელსის" მარცხს. როდესაც ეს დღე დადგება, ამისთვის მზად ვიქნები.

#42 მესის შესაჩერებლად, საჭიროა რომ იგი 2-მა კაცმა შეაჩეროს. ერთი ახლოდან უნდა ეთამაშოს, მეორემ კი მცველი უნდა დააზღვიოს. თუკი

#43 დიდი პიანისტი პიანინოს ირგვლივ არ დარბის. იგი პიანინოზე უკრავს. ფეხბურთელობა არ ნიშნავს სირბილს ან ვარჯიშს, დიდი ფეხბურთელი ხდება ის, ვინც თამაშობს.

#44 იგუანი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი იყო, რომელთანაც მიმუშავია. უფლება რომ მიმეცა, ვარჯიშზე პიჟამოთი მოვიდოდა.

#45 ევერტონი? საშუალო დონის, არაფერში გამოსადეგი მფლობელების მქონე კლუბის მწვრთნელობა რომ მინდოდეს, მანჩესტერ იუნაიტედში დავბრუნდებოდი.

#46 ხანდახან ხედავ ლამაზ ადამიანებს, რომლებიც უტვინოები არიან. ხანდახან, ხედავ უშნო ადამიანს, რომელიც გონიერია, მეცნიერივით.

#47 მე ვარ "პორტოს", "ინტერის" და "რეალის" ფანი. ვგიჟდები "რეალზე" და ახლა, "რომას" ფანიც ვარ.

#48 უეფა-ს რომ ვუთხრა, რას ვფიქრობ მათზე, ჩემი კარიერა დასრულებული იქნებოდა.

#49 ჩემთვის, ასაკი არ არის რიცხვი, რომელიც შენს პირადობაზე წერია. ეს უბრალოდ თარიღია, როდესაც შენ დაიბადე.

#50 მინდა, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულოს. ფანტასტიკური მსახიობია და ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ჩემს როლს იდეალურად შეესაბამება.

#51 თუკი მოისურვებთ, სიჩუმეს დიდ ხმაურად გადააქცევთ.

#52 მარტივი სამუშაო რომ მნდომოდა, დავრჩებოდი "პორტოში" - ლამაზი ლურჯი სკამი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი, ღმერთი და ღმერთის შემდეგ - მე.

#53 მე კაცებზე ვლაპარაკობ და არა უზრდელ ბავშვებზე. ლამპარდი 23 წლის ასაკში უკვე კაცი იყო.

#54 წარმატების გარეშე, მუშაობა არ შემიძლია. მეოთხე ადგილზე გასვლა ჩემი მიზანი არასოდეს იქნება.

#55 ყოველ ჯერზე, როდესაც გვარდიოლას წინააღმდეგ ვთამაშობ, მატჩს 10 კაცით ვამთავრებ. როგორც ჩანს, უეფა-ს რაღაც წესი აქვს შემუშავებული.

#56 ფეხბურთში ბევრი პოეტია, მაგრამ ისინი ტიტულებს ვერ იგებენ.

#57 ლუკ შომ კარგად ითამაშა, მაგრამ ეს იყო მისი ტანი და ჩემი გონება. ჩემს წინ იყო და თითოეულ გადაწყვეტილებას მე ვკარნახობდი.

#58 ვერაფერს გეტყვით. ვერაფერს, ვერაფერს გეტყვით. ვერაფერს გეტყვით, არაფერი მაქვს სათქმელი. ვერაფერს გეტყვით, დიდი ბოდიში, ვერაფერს გეტყვით.

#59 ტოტენჰემს ფეხბურთი არ უთამაშია. თავის კარგად დაცვა და ფეხბურთის თამაში ერთია, თუმცა მეორე საკითხია თავდაცვა, თავდაცვა, თავდაცვა, ბურთის მოშორება, სიმულაცია, წაქცევა, ექიმების მოლოდინი… მე რომ ვიყო ქომაგი, რომელმაც £50 გადაიხადა იმისთვის, რომ "ტოტენჰემის" თავდაცვისთვის ეყურებინა.

#60 დე ბრუინე ჩელსიში იყო პატარა მტირალა ბიჭი, რომელიც ჩემს კარზე აკაკუნებდა და გუნდიდან გაშვებას მთხოვდა. ასეთ დროს, გადაწყვეტილება უნდა მიიღო. დე ბრუინე ჩელსიში რომ დარჩენილიყო და თავი ვოლფსბურგში არ წარმოეჩინა, იმ ამ სიმაღლეს ვერ მიაღწევდა. ის არ იყო მზად ბრძოლისთვის - პატარა ბიჭი, რომელიც ვარჯიშზე სათანადოდ არ იხარჯებოდა.

#61 ბედნიერი ვარ. ვარ იქ, სადაც ყოფნა მინდა. ამას არაფერზე გავცვლი.

სხვა სტატიები