დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
აღნიშნულ ეტაპზე 4 ინგლისური გუნდი გავიდა - "სიტი", "იუნაიტედი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი".
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ რუსულ არხთან თავისი სასურველი წყვილები დაასახელა.
"მინდა, რომ ინგლისური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველანაირი უპირატესობის გარეშე.უმჯობესი იქნება თუ მეოთხედფინალში ორ პრემიერლიგურ წყვილს მივიღებთ, რადგან ამით 1/2 ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავა.ვფიქრობ, რომ თუ კენჭისყრა "სიტის" "იუნაიტედთან", ხოლო "ტოტენჰემს" "ლივერპულთან" შეახვედრებს, ძალიან მაგარ მატჩებს ვიხილავთ," - თქვა მოურინიომ.