მოულოდნელად შეყვარებული წყვილის ვიდეოში მესი გამოჩნდა | VIDEO
ინტერ მაიამის ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ლეო მესი თავისი ყოფილი გუნდის სტადიონს ესტუმრა. 38 წლის ლეომ რამდენიმე ფოტო/ვიდეო სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა და აღნიშნულ პოსტს ემოციური პოსტიც მიუძღვნა.
გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც მთელი გულით მენატრება. ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი და სადაც ათასჯერ მაგრძნობინეს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები, არა მხოლოდ დასამშვიდობებლად როგორც ფეხბურთელი, რადგან აქედან წასვლა არასდროს მინდოდა...
შემთხვევა გუშინ მოხდა და მთელი მსოფლიო აღნიშნულმა ფაქტმა მოიცვა. მესის ბარსელონაში გამოჩენა არაერთი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, მაგრამ იყო განსაკუთრებული შემთხვევა - როდესაც ლეო მესი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, შეყვარებული წყვილი სწორედ ამ მომენტში ვიდეოს იღებდა და ლეგენდარული არგენტინელი მათ კადრშიც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი ბარსელონას აკადემიაში 2000 წლიდან ვარჯიშობდა, 2005 წელს უკვე მთავარ გუნდში გადავიდა და 2021 წლამდე იქ ასპარეზობდა.
კატალონიური გუნდის მაისური ლეო მესიმ 778 შეხვედრაში მოირგო და 672 გოლი, 303 საგოლე გადაცემა მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ კამპ ნოუ გულშემატკივრებისთვის გაიხსნა და ბარსელონამ პირველი ღია ვარჯიშიც კი გამართა. რეკონსტრუქცია სტადიონზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.