Belive

მორიგი ტრავმა - ტიაგო მერსისაიდულ დერბის გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

13 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე პრემიერ ლიგის 21-ე ტურს მერსესაიდული დერბი - ლივერპული Vs. ევერტონი დახურავს.

მატჩისწინა ვარჯიშზე "ლივერპულს" მორიგი დანაკლისი აქვს. კლოპის გაწვრთნილ კლუბს ამჯერად ესპანელი ნახევარმცველი - ტიაგო ალკანტარა გამოაკლდა, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ექიმების განცხადებით, იგი "ევერტონამდე" გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ამ მხრივ იურგენ კლობს გასაჭირი სწორედ ნახევარდაცვაში აქვს. "ლივერპულს" ტრავმის გამო არტურ მელო ვერ ეხმარება, ასევე ფირმინო და ჟოტა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დღეს ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს კლუბის დახმარებას.

ასევე შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 თამაში ვერ იგებს (3 მარცხი და ერთი ფრე), ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფმა "ევერტონმა" ახალი მწვრთნელი - შონ დაიჩი მიიყვანა და სადებიუტო მატჩში, შინ "არსენალი" 1:0 დაამარცხა.

"ლივერპული" 29 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, "ევერტონი" კი 18 ქულით მე-18 ადგილს იყოფს.

სხვა სტატიები